წესები და პირობები
ვებ-გვერდის მოხმარების წესები და პირობები
ვებგვერდის მოხმარების წესები და პირობები
მოგესალმებით, თქვენ იმყოფებით შპს “ჯი არ სი“-ს “ ელექტრონული მაღაზიის ვებ-გვერდზე. წინამდებარე ვებ-გვერდის გამოყენება რეგულირდება შპს ჯი არ სის“ (საიდენტიფიკაციო ნომერი: 205017578) მიერ დადგენილი წესებითა და პირობებით.
ტერმინი „კომპანია“/„ჩვენ“ გულისხმობს შპს „ჯი არ სი“-ს (ასევე მისი ჯგუფის წევრ მონათესავე, შვილობილ, აფილირებულ კომპანიებს), რომელიც რეგისტრირებულია და მოქმედებს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, საიდენტიფიკაციო კოდი: 205017578, მის.: თბილისი, ფეიქრების ქუჩა 14გ
ტერმინი „თქვენ“/„მომხმარებელი“ გულისხმობს ფიზიკურ ან იურიდიულ პირს, რომელიც იყენებს კომპანიის ვებ-გვერდს online.grc.ge და სურს შეიძინოს კომპანიის პროდუქცია.
წინამდებარე წესსები და პირობები წარმოადგენს კომპანიასა და მომხმარებელს შორის დადებულ სავალდებულო ძალის მქონე შეთანხმებას და არეგულირებს თქვენ მიერ ვებ-გვერდით სარგებლობას და ჩვენ მიერ მომსახურების გაწევის პირობებს.
გთხოვთ, სანამ ჩვენი მომსახურებით ისარგებლებთ ყურადღებით გაეცნოთ წინამდებარე წესებსა და პირობებს.
ვებ-გვერდზე ნებისმიერი მომსახურებით სარგებლობისას, თქვენ ეთანხმებით წინამდებარე წესებსა და პირობებს. ჩვენ ვიტოვებთ უფლებას, მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი შეხედულებისამებრ შევცვალოთ პირობები დროდადრო, თქვენი ინფორმირებით ან მის გარეშე. ასეთი ცვლილებები ძალაში შედის ვებგვერდზე გამოქვეყნებისთანავე, ამიტომ, თავად უნდა გაეცნოთ პირობებს ვებგვერდის ყოველი გამოყენებისას. წესებისა და პირობების დასაწყისში მოცემული იქნება განახლების ბოლო თარიღი.
კომპანიის ვებგვერდის გამოყენების წესებსა და პირობებზე თანხმობით, თქვენ ასევე ეთანხმებით კომპანიის პოლიტიკას ნივთის დაბრუნების/შეცვლის თაობაზე.
კომპანიის ვებ-გვერდის გამოყენების წესებსა და პირობებზე თანხმობით, თქვენ ასევე ეთანხმებით კომპანიის წესებს ნივთის ტრანსპორტირება/ჩაბარება/აწყობის თაობაზე.
იმ შემთხვევაში, თუ არ ეთანხმებით წინამდებარე წესებსა და პირობებს, გთხოვთ არ ისარგებლოთ კომპანიის ვებგვერდით.
ელექტრონული მაღაზიის გარდა კომპანიას გააჩნია ფიზიკური მაღაზიები, სადაც მომხმარებელს ადგილზე შეუძლია შეიძინოს ვებგვერდზე განთავსებული პროდუქტი. ამიტომ, თქვენს ონლაინ შეკვეთაში არსებული პროდუქტებიდან შესაძლებელია გაუქმდეს ერთი ან რამდენიმე ნივთი შეკვეთის დასრულებამდე ან დასრულების შემდგომ.
ვებგვერდის გამოყენება
ვებგვერდით სარგებლობისას თქვენ ადასტურებთ, რომ ხართ სულ მცირე 18 წლის ან ვებგვერდს სტუმრობთ მშობლის ან კანონიერი მეურვის თანდასწრებით. 18 წლამდე ასაკის შემთხვევაში, მშობლებს ან კანონიერ მეურვეებს შეუძლიათ ვებგვერდის გამოყენება თქვენი სახელით, თუ მშობლები ან კანონიერი მეურვეები რეგისტრირებული მომხმარებლები/წევრები არიან. კომპანია იტოვებს უფლებას, შეწყვიტოს თქვენი რეგისტრაცია და არ მოგცეთ წვდომის უფლება ვებგვერდზე, თუ აღმოაჩენს, რომ 18 წლის ჯერ არ ხართ. თქვენ გეკისრებათ სამართლებრივი და ფინანსური პასუხისმგებლობა ვებ-საიტის ყოველი გამოყენებისას თქვენი მომხმარებლის სახელით და პაროლით, მიუხედავად იმისა, ავტორიზებულია თუ არა თქვენ მიერ.
ის პირები, რომლებიც ვებგვერდზე შესვლას საქართველოს გარედან ირჩევენ, პასუხს აგებენ ადგილობრივ კანონებთან შესაბამისობაზე, თუ და რამდენადაც ვრცელდება ამგვარი ადგილობრივი კანონები.
ვებგვერდზე არსებული ინფორმაცია განკუთვნილია მხოლოდ მომხმარებლის პირადი გამოყენებისთვის.
ვებგვერდის გამოყენებას თქვენ მოახდენთ პირადად, შესაბამისად, მკაცრად დაიცავთ თქვენი პირადი ანგარიშის უსაფრთხოებას და კონფიდენციალობას, აკრძალულია მითითებული ინფორმაციის მესამე პირზე გამჟღავნება, რათა დაცული იყოს თქვენს პირად პროფილზე არსებული ინფორმაცია.
თქვენ გეკისრებათ პასუხისმგებელობა პირადი ანგარიშის უნებართვო სარგებლობის აღკვეთაზე. თუ არაუფლებამოსილი პირი, შევა ჩვენს ვებგვერდზე და ისარგებლებს თქვენი პროფილით, ჩვენ დავეყრდნობით პროფილის მონაცემებს და ვივარაუდებთ, რომ ვებგვერდით სარგებლობდით თქვენ.
უსაფრთხოების მიზნით, გთხოვთ, დაუყოვნებლივ შეგვატყობინოთ თუ გაიგებთ, რომ თქვენი პროფილის გამოყენება ხორციელდება თქვენი ნებართვის გარეშე.
ვებგვერდზე და ასევე კომპანიის სხვა ვებგვერდზე აკრძალული გაქვთ ცილისმწამებლური, მუქარის შემცველი, შეურაცმყოფელი, უხამსი, დისკრედიტირებადი, კომპანიისთვის რეპუტაციისთვის ზიანის მიმყენებელი, სამოქალაქო ან სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის გამომწვევი ქმედება ან ინფორმციის ატვირთვა. ასევე გეკრძალებათ ვებგვერდისთვის ზიანის მიყენება, ნებისმიერი სახის მავნე პროგრამის მეშვეობით.
იმ შემთხვევაში, თუ ვებგვერდის რომელიმე კონკრეტული გვერდი ან პირობა შეიცავს წინამდებარე წესებისა და პირობებისაგან განსხვავებულ წესს, უპირატესობა ენიჭება წინამდებარე ზოგად წესებსა და პირობებს.
ვებგვერდის წვდომაზე შეფერხებით დამდგარ ზიანზე კომპანია იხსნის პასუხისგებლობას.
კომპანია არ არის პასუხისმგებელი თქვენს ან ნებისმიერი პირის წინაშე სახელშეკრულებო, გაუფრთხილებელი, დელიქტური ან სხვა სახით, ნებისმიერი დანაკარგისა და ზიანისთვის, რომელიც წარმოიშვა, ან რაიმე ფორმით დაკავშირებული არის, თქვენს ან ნებისმიერ მესამე პირის მიერ მომსახურების გამოყენებასთან, პირდაპირ ან არაპირდაპირ.
თქვენ ეთანხმებით, რომ იმ შემთხვევაში, თუ კომპანიის ვებგვერდი არ იმუშავებს გამართულად, ოპერაციის, ტრანზაქციის ან ტრანსმისიის შეფერხების ან შეწყვეტის, მონაცემების ან კონტაქტის ან ხაზების დაკარგვის ან დაზიანების, მესამე პირთა მიერ ვებგვერდის ან მისი შემადგენლობის მესამე პირთა მიერ უკანონო გამოყენების, ან ნებისმიერ ჩვენს კონტროლს მიღმა არსებული გარემოების შემთხვევაში კომპანია არ არის პასუხისმგებელი ნებისმიერი დანაკარგისთვის.
კომპანია იტოვებს უფლებას, უარი განაცხადოს მომსახურების გაწევაზე, გავაუქმოთ თქვენი პროფილი ან/და გავაუქმოთ შეკვეთა ცალმხრივად, რაც მოიცავს მაგრამ არ იზღუდება იმ მითითებით, რომ მომხმარებელმა დაარღვია საქართველოს კანომდებლობა ან სხვა რელევანტური კანომდებლობა ან მისი ქმედება ეწინააღმდეგება ჩვენს ინტერესებს. ვებგვერდზე დაუშვებელია იმ პირთა წვდომა, რომელთა რეგისტრაცია, ამა თუ იმ მიზეზით, შეჩერებულია ან შეწყვეტილია კომპანიის მიერ.
თქვენთან ვაწარმოებთ კომუნიკაციას ელექტრონულად თქვენ მიერ რეგისტირებული ელ-ფოსტის მეშვეობით, ვებგვერდზე შეტყობინების განთავსებით და სხვა საშუალებების გამოყენებით. თქვენ თანხმობას აცხადებთ, რომ ყველა შეტყობინება, ინფორმაცია და სხვა სახის კომუნიკაცია, რომელიც ელექტრონულად მოგეწოდებათ აკმაყოფილებს ყველა იმ სამართლებრივ მოთხოვნას, რომლის მიხედვითაც ეს კომუნიკაცია ითვლება წერილობითი ფორმით განხორციელებულად.
მომხმარებელი ადასტურებს, რომ:
გააჩნია სრული (შეუზღუდავი) ქმედუნარიანობა, არ იმყოფება ნარკოტიკული, ალკოჰოლური, ფსიქოტროპული ან ტოქსიკური პრეპარატების ზემოქმედების ქვეშ, არ იმყოფება შეცდომის, თაღლითობის, ზეწოლის, მუქარისა ან ნებისმიერი მართლსაწინააღმდეგო ზემოქმედების ქვეშ და არ წარმოადგენს ძალადობის, მუქარის, მოტყუების, შეცდომაში შეყვანისა თუ სხვა აკრძალული მოქმედების ობიექტს კომპანიის ან ნებისმიერი მესამე პირის მხრიდან, სრულად აცნობიერებს საკუთარი ნების გამოვლენის შინაარსს, პირობების დებულებათა არსს და მისგან გამომდინარე სამართლებრივ შედეგებს;
მომხმარებელს აქვს სრული უფლებამოსილება (ან მიიღებს შესაბამის უფლებამოსილებას) იმისათვის, რომ ხელი მოაწეროს და შეასრულოს ამ პირობებით ან ნებისმიერი სხვა ხელშეკრულებებითა და განაცხადებით გათვალისწინებული ვალდებულებები;
გაეცნო პირობებს და ეს პირობები არის მისთვის მისაღები;
მის მიერ წარმოდგენილი ყველა მონაცემი არის ზუსტი და სრული და მოახდენს ამ ინფორმაციის განახლებას, თუ ის შეიცვლება. ამასთან, მომხმარებლის პირადი ნომრის, სახელის, გვარის და დაბადების თარიღის ცვლილება შესაძლებელია მხოლოდ ჩვენთან დაკავშირებით.
მომხმარებელი არ არის ჩაბმული ან არ მონაწილეობს არცერთი იურისდიქციის კანონმდებლობით (რაც მოიცავს საქართველოს კანონმდებლობას და იმ ქვეყნის კანონმდებლობას, რომლის მოქალაქეც არის მომხმარებელი) გათვალისწინებულ რაიმე სახის უკანონო საქმიანობაში (მათ შორის, ფულის გათეთრებაში, იარაღით ვაჭრობაში, ტერორიზმსა ან სხვა სახის უკანონო საქმიანობაში);
პირადი ანგარიშის გახსნისას და ხელშეკრულების მოქმედების მთელი პერიოდისათვის მისი საქმიანობა ან/და ქმედება შესაბამისობაში არის/იქნება ადგილობრივ ან/და საერთაშორისო კანონმდებლობასთან.
მისი ქმედება არ არის/იქნება მიმართული კომპანიის ან/და ნებისმიერი მესამე პირის/მხარის მოტყუებისაკენ. აღნიშნული პრინციპის გათვალისწინებით ხელშეკრულების დასადებად ან მის საფუძველზე და შესასრულებლად, მის მიერ კომპანიისთვის წარდგენილი დოკუმენტი ან/და ინფორმაცია მისი წარმოდგენის მომენტისათვის ასევე არის/იქნება უტყუარი, ზუსტი და სრული;
იგი კეთილსინდისიერად, სრულად და ჯეროვნად შეასრულებს პირობებით ნაკისრ ვალდებულებებს;
თანახმაა, პირადი ანგარიშის გახსნის შემდგომ, ხელშეკრულების შეწყვეტამდე, კომპანიამ მოიძიოს/გადაამოწმოს და დაამუშავოს მომხმარებლის მიერ მითითებული ან მასთან დაკავშირებული ნებისმიერი, მათ შორის პერსონალური ინფორმაცია.
მომხმარებელი დაუყოვნებლივ წერილობით აცნობებს კომპანიას ყველა იმ გარემოებ(ებ)ის შესახებ, რომელიც შეიძლება წინააღმდეგობაში მოვიდეს მის აღნიშნულ განცხადებებთან ან/და გამოიწვიოს აღნიშნული გარანტიების დარღვევა;
კომპანია ხელშეკრულებას დებს ამ პირობებში მოცემულ განცხადებებსა, გარანტიებსა და ვალდებულებებზე დაყრდნობით და თვლის მათ ხელშეკრულების პირობებად. შესაბამისად, ხელშეკრულების დადების შემდეგ წინამდებარე მუხლით გათვალისწინებული განცხადებების, გარანტიებისა და ვალდებულებების დარღვევა საკმარისი საფუძველია კომპანიის მიერ ხელშეკრულებით და პირობებით გათვალისწინებული ყველა ან ნებისმიერი მომსახურების გაწევაზე ცალმხრივი უარის სათქმელად.
კონფიდენციალურობა
კომპანია მადლობას გიხდით თქვენს მიერ მოწოდებული პერსონალურ ინფორმაციასა და და გამოხატული ნდობისთვის.
ჩვენ პირადი ინფორმაციის დაცვას ვეკიდებით სათანადო ყურადღებით და უზრუნველყოფს მიწოდებული კონფიდენციალური ინფორმაციის დაცულობას საქართველოს კანომდებლობით დადგენილი წესით.
პერსონალური ინფორმაციის გამოთხოვა ჩვენ მიერ ხდება საჭიროებიდან გამომდინარე, იმ მოცულობით, რაც საჭიროა ეფექტური მომსახურების გასაწევად საქართველოს კანომდებლობით დადგენილი წესით. მომხმარებელს ნებისმიერ დროს შეუძლია მოითხოვოს ინფორმაცია კომპანიიდან მისი პერსონალური ინფორმაციის დამუშავების თაობაზე.
პეროსნალური მონაცემების შეგროვებასა და დაცვას უზრუნველყოფს შპს ჯი არ სი “ (საიდენტიფიკაციო კოდი: 205017578) მისამართი: თბილისი, ფეიქრების ქ.14გ
თქვენი პერსონალური ინფორმაცია არ გადაეცემა არცერთ კომპანიასა თუ ინდივიდს, თქვენი ნებართვის გარეშე, გარდა საქართველოს კანომდებლობით პირდაპირ განსაზღვრულ პირობებისა ან/და წინამდებარე წესებითა და პირობებით დადგენილი შემთხვევებისა.
ჩვენ შეგვიძლია დავიქირავოთ იურიდიული ან/და ფიზიკური პირები შემდეგი მიზნებისთვის:
- მომსახურების ანალიზი;
- მომსახურების გაწევა ჩვენი სახელით;
- მომსახურების გასაწევად დაქირავებული ქვეკონტრაქტორები;
- მომსახურების გაუმჯობესება.
ამიტომ, ჩვენ წინასწარ გატყობინებთ, რომ ზემოთ მითითებული მიზნებისთვის დაქირავებულ იურიდიულ ან/და ფიზიკურ პირებს აქვთ წვდომა თქვენს პერსონალურ მონაცემებთან, რაც განპირობებულია ეფექტური მომსახურების შესრულების მიზნით. თუმცა, თქვენ მიერ გადმოცემული ინფორმაციის გამჟღავნება არ მოხდება სხვა მიზნით, გარდა იმისა, რაც საჭიროა წინამდებარე ვებგვერდზე მისაღები მომსახურების განსახორციელებლად.
თქვენი პერსონალური მონაცემების გაზიარება შესაძლებელია მოხდეს კომპანიის რეორგანიზაციის ან/და შერწყმის შედეგად. ამ შემთხვევაში ჩვენი სამართალმემკვიდრე მოიპოვებს ჩვენს ხელთ არსებულ სრულ ინფორმაციას, მათ შორის თქვენს პირად საიდენტიფიკაციო ინფორმაციას. მიუხედავად ამისა, თქვენს პირად საიდენტიფიკაციო ინფორმაციაზე ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე გავრცელდება წინამდებარე ინფორმაციის დაცვის პოლიტიკა.
თქვენი პირადი ინფორმაცია ვებგვერდზე ხელმისაწვდომია მხოლოდ მომხმარებლის ელექტრონული ფოსტის და პაროლის მითითების შემთხვევაში. მომხმარებლის პაროლი დაშიფრულია. პირადი საიდენტიფიკაციო ინფორმაცია არის ინფორმაცია, რომლის მეშვეობითაც ხდება კონკრეტული მომხმარებლის იდენტიფიკაცია. მომხმარებლის პირადი საიდენტიფიკაციო ინფორმაცია ინახება დაცულ სერვერზე, რომელზეც მხოლოდ შესაბამის პირებს მიუწვდებათ ხელი. ვებგვერდთან მომხმარებლის მოწყობილობის კომუნიკაცია და მასთან ინფორმაციის გაცვლა ხორციელდება Https პროტოკოლით, რომელიც იყენებს SSL სერტიფიკატს.
შეგახსენებთ, რომ თქვენი პირადი საბანკო მონაცემების შეყვანა ხდება უშუალოდ მომსახურე ბანკის ვებგვერდზე, რაც სრულად უზრუნველყოფს მონაცემთა დაცვასა და უსაფრთხოებას. ჩვენ მიერ პირადი საბანკო მონაცემების შეგროვება არ ხდება.
არაპირადი ინფორმაცია
არაპირადი საინდენტიფიკაციო ინფორმაცია არის ინფორმაცია, რომელიც არ ახდენს კონკრეტული მომხმარებლის ინდენტიფიცირებას. ამ სახის ინფორმაციას წარმოადგენს თქვენი ინტერნეტის პროტოკოლის IP მისამართი და სხვა ინფორმაცია, რომელსაც ვიყენებთ ჩვენ მესამე პირების მეშვეობით მარკეტინგული და ანალიტიკური მიზნების განსახორციელებლად. ჩვენ ან/და ჩვენს მიერ უფლებამოსილ პირებს შეუძლიათ ავტომატურად მიიღონ ეს ინფორმაცია იმ დროს, როდესაც თქვენ სტუმრობთ ჩვენს ვებ-გვერდს.
COOKIES
„COOKIES” არის მცირე რაოდენობის ინფორმაცია, რომელიც ხშირად გამოიყენება, როგორც ანონიმური უნიკალური მაიდენტიფიცირებელი. ისინი იგზავნება თქვენი კომპიუტერის ბრაუზერის დახმარებით და ინახება მყარ დისკზე. თქვენი ვებგვერდზე არსებული მომსახურებით სარგებლობა ნიშნავს “COOKIES” გამოყენებაზე თანხმობას, რომელსაც ჩვენ მხოლოდ მომსახურების გაუმჯობესებისა დ მარკეტინგული აქტივობების მიზნით გამოვიყენებთ.
ჩვენ ვამუშავევთ ორი სახის „COOKIES” ინფორმაციას:
დროებითი „Cookies“ ინფორმაცია, რომელიც ვებგვერდის მუშაობისთვის აუცილებელი ინფორმაციაა და რომელიც იშლება ვებგვერდის დათვალიერების დასრულების შემდგომ. აღნიშნული ინფორმაცია მხოლოდ გამოიყენება თქვენ მიერ ვებგვერდის სტუმრობისას და მისი დამუშავება არ ხდება ჩვენ მიერ.
მუდმივი “COOKIES” ინფორმაცია - ინფორმაცია რჩება თქვენს კომპიუტერში ჩვენს ვებგვერდზე სტუმრობის შემდეგ. აღნიშნული ინფორმაცია გვეხმარება მოვახდინოთ თქვენი, როგორც უნიკალური სტუმრობის იდენტიფიცირება (ეს ინფორმაცია ინახება შემთხვევით გენერირებული ნომრით). რამდენ ხანს დარჩება ზემოთ მითითებული ინფორმაცია თქვენს კომპიუტერში დამოკიდებულია “COOKIES” ტიპზე.
„GOOGLE ANALYTICS“- არის ანალიტიკური პლატფორმა, რომელიც იყენებს რამდენიმე ტიპის “COOKIES” ინფორმაციას და რომელიც გამოიყენება, როგორც თქვენი ვებგვერდზე სტუმრობის ანონიმური უნიკალური მაინდენტიფიცირებელი ინფორმაცია. აღნიშნული ინფორმაცია გამოიყენება მხოლოდ მარკეტინგული და ანალიტიკური მიზნებისთვის.
„Facebook Pixel Cookie“ – ასევე არის ანალიტიკური/სარეკლამო სახის ინფორმაცია, რომელიც გამოიყენება სოციალურ ქსელ „FACEBOOK”-ში თქვენთვის სარეკლამო აქტივობის მოსაწოდებლად.
ზემოთ აღნიშნული სარეკლამო აქტივობებისგან მიღებაზე უარის თქმის შემთხვევაში, თქვენ უნდა მიმართოთ აღნიშნული სერვისის მომწოდებელ კომპანიებს (FACEBOOK, GOOGLE) ან გამოიყენოთ თქვენი ბრაუზერის ინსტრუმენტები აღნიშნული ინფორმაციის დამუშავების შესაწყვეტად.
მონაცემთა ნებისმიერი გადაცემა ინტერნეტის საშუალებით შეუძლებელია იყოს აბსოლუტურად და გარანტირებულად უსაფრთხო. ჩვენ ვატარებთ გონივრულ უსაფრთხოების ზომებს, რათა დავიცვათ მონაცემები. თუმცა გახსოვდეთ, რომ ინტერნეტით ინფორმაციის გაცვლისას არ არსებობს, ელექტრონული წარმოების მეთოდი, რომელიც ასი პროცენტით უსაფრთხო და სანდოა, ამიტომ ვერ გაძლევთ აბსოლიტურ უსაფრთხოების გარანტიას.
ნებისმიერი ურთიერთობა თქვენსა და კომპანიას შორის, როგორიცაა ელექტრონული ფოსტით ან სხვა საშუალებით მიმოწერა, სადაც თქვენ მიერ ხდება რჩევები/რეკომენდაცია ან კომენტარების დატანა, ჩაითვლება არაკონფიდენციალურ ინფორმაციად. მსგავსი რჩებები/რეკომენდაციები ან კომენტარები კომპანიის მიერ შესაძლოა გამოყენებულ იქნას სტატისტიკის საწარმოებლად, მომსახურების გასაუმჯობესებლად ან საიტის ხარისხის გასაუმჯობესებლად.
წინამდებარე წესებსა და პირობებზე დათანმხებით, მომხმარებელი ადასტურებს, რომ მასთან გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში, კომპანიისთვის მინიჭებულ უფლებას, გაუგზავნოს მომხმარებელს შეტყობინება (მათ შორის ელექტრონული ფორმით, მოკლე ტექსტური შეტყობინებით, ელექტრონული ფოსტით) ვებ-გვერდზე მითითებული პროდუქტისა თუ სხვა სიახლეებისა და ინფორმაციიის თაობაზე. თქვენ უფლება გაქვთ ნებისმიერ დროს უარი განაცხადოთ შეტყობინების მიღებაზე, რა დროსაც ზემოთ მითითებულ კონტაქტზე გამოაგზავნით შესაბამის მოთხოვნას.
თქვენ ნებისმიერ დროს შეგიძლია უკან გამოითხოვოთ პერსონალური ინფორმაცია თქვენს ანგარიშზე მათი წაშლის შედეგად.
კონფიდენციალურობის პოლიტიკასთან დაკავშირებული კითხვების ან რეკომენდაციების შემთხვევაში, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ ვებგვერდზე მითითებულ საკონტაქტო ნომერზე ან ელ. ფოსტის მეშვეობით.
ინტელექტუალური საკუთრება
„იტელექტუალური საკუთრება“ მოიცავს საავტორო უფლებებს, მათ შორის კომპიუტერული პროგრამებისა და მონაცემთა ბაზების დაცვას, ისევე, როგორც, მომიჯნავე უფლებებს, სასაქონლო ნიშნებს საქონლისა და მომსახურებისათვის, საქონლის გეოგრაფიულ აღნიშვნებს (მათ შორის ადგილწარმოშობის დასახელებებს) და წარმოშობის წყაროს აღნიშნვნებს საქონლისა და მომსახურებისათვის, დიზაინებს, პატენტებს, მცენარეთა ჯიშებს, ინტეგრალური მიკროსქემის ტოპოლოგიებს და ასევე, დაცულ ინფორმაციას.
ამ ვებგვერდზე არსებული კონტენტი წარმოადგენს შპს „ ჯი არ სი“-ს, ან მისი რომელიმე აფილირებული პირის სავაჭრო ნიშანს, სავაჭრო სახეს და/ან სხვა ინტელექტუალურ საკუთრებას, რომელსაც ფლობს, აკონტროლებს ან რომელზე ლიცენზიას გასცემს შპს „ჯი არ სი“, ან მისი რომელიმე აფილირებული პირი და დაცულია მოქმედი კანონმდებლობით. ვებგვერდზე განთავსებული ნებისმიერი ინფორმაცია (გრაფიკა, ტექსტი, პროგრამა, ლოგო, სურათი, დიზაინი, გამოსახულება, ინფორმაცია/შინაარსი, ვიზუალი და სხვა) რეგისტრირებული ან არარეგისტრირებული დაცულია ინტელექტუალური საკუთრების უფლებებით. აკრძალულია მათი უნებართვოდ მთლიანად ან ნაწილობრივ გამოქვეყნება, კოპირება, დამუშავება, გამოქვეყნება, გადაცემა ან შენახვა ჩვენი წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე. აკრძალვა არ ეხება პირად კომპიუტერში შენახვას ან/და ამობეჭდვას მხოლოდ პირადი გამოყენებისთვის.
დაუშვებელია ვებგვერდზე არსებული სავაჭრო ნიშნების და ლოგოების რეპროდუცირება, გამოქვეყნება, კოპირება, დამუშავება ან გავრცელება უფლების მფლობელის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე. თქვენ, ასევე, არ გაქვთ უფლება, გამოიყენოთ ჩვენი სავაჭრო ნიშანი ან მომსახურების ნიშანი ნებისმიერ პროდუქტთან ან მომსახურებასთან დაკავშირებით, რამაც შეიძლება გამოიწვიოს აღრევა.
ვებ-გვერდზე რეგისტრაცია/ იდენტიფიკაცია
მომხმარებელი რეგისტრირდება ვებგერდზე: www.online.grc.ge
შეკვეთის განთავსებისთვის მომხმარებელი ვალდებულია გაიაროს რეგისტრაცია ვებგვერდზე. ჩვენ არ ვართ პასუხისმგებელი რეგისტრაციის დროს თქვენ მიერ შეყვანილი ინფორმაციის სიზუსტეზე.
თქვენ ვალდებული ხართ რეგისტრაციის დროს მიუთითოთ შემდეგი ინფორმაცია: ელექტრონული ფოსტის მისამართი და პაროლი.
რეგისტრაციის დასრულების შემდეგ მომხმარებელი ვებგვერდზე ირჩევს მისთვის სასურველ პროდუქტს ან პროდუქტებს და ამატებს მათ კალათაში მათი ყიდვის მიზნით.
ყიდვის დასრულებისთვის მომხმარებელი ყიდვის გვერდზე ავსებს დამატებით ინფორმაციას: პირადი ნომერი, მობილურის ნომერი, ფაქტობრივი მისამართი, ირჩევს მისთვის სასურველ გადახდის მეთოდებს და ასრულებს ყიდვის პროცედურას.
მომხმარებელი ახდენს ვერიფიკაციას მითითებულ ელ. ფოსტაზე ან მობილურ ნომერზე გაგზავნილი ერთჯერადი უნივერსალური კოდის მეშვეობით.
ვებგვერდზე შეძენა/ანგარიშწორება/თანხის უკან დაბრუნება
თქვენ შერჩეულ ნივთებს აგროვებთ ონლაინ კალათაში.
ონლაინ კალათაში ნივთების შეგროვება არ გულისხმობს მათ დაჯავშნას.
თქვენ ვალდებული ხართ ყოველი ახალი შეკვეთისას მიუთითოთ ის მისამართი, სადაც გსურთ შეძენილი ნივთის მიღება.
ანგარიშსწორება შესაძლებელია ნებისმიერი საქართველოში რეგისტრირებული ბანკის მიერ გაცემული Visa ან Mastercard ბარათის მეშვეობით.
ვებგვერდზე წარმატებით ნივთის შესაძენად აუცილებელია თქვენს საბანკო ბარათზე იყოს ხელმისაწვდომი პროდუქტის ღირებულების შესაბამისი თანხა, რომელიც დაგებლოკებათ შეკვეთის დასრულებისთანავე. შესაძლებელია გარკვეული ნივთები, რომელზეც წვდომა არის შეზღუდული რაოდენობით, შეკვეთის შემდეგ არ აღმოჩნდეს მარაგში, რა შემთხვევაშიც თქვენი დადასტურებული შეკვეთა გაუქმდება და დაბლოკილი თანხა უკან დაგიბრუნდებათ საბანკო ბარათზე, რაზეც თქვენ წინასწარ აცხადებთ თანხმობას. პროდუქციის უკან დაბრუნება ხდება მხოლოდ კომპანიის მიზეზით არასწორი ან/და დაზიანებული პროდუქციის მიწოდების შემთხვევაში. მომხმარებელი უკავშირდება კომპანია "ჯი არ სი"ს ვებ - გვერდზე მითითებულ ნომერზე ან/და ელექტრონულ ფოსტაზე და ატყობინებს პროდუქციის დაბრუნების სურვილის შესახებ. კომპანია "ჯი არ სი" უზრუნველყოფს დასაბრუნებელი პროდუქციის ახალი პროდუქტით ჩანაცვლებას და/ან თანხის თაბრუნებას მომხმარებლისთვის
მიწოდების პირობები
კომპანია მომხმარებელს სთავაზობს მიწოდების სერვისს საქართველოს მასშტაბით, მიწოდების ღირებულება დამოკიდებულია შეკვეთის ზომაზე და შეკვეთილი პროდუქციის პარამეტრებზე და თანხმდება პირადად მომხმარებელთან ინდვიდუალურად.
ხელშეკრულების მოქმედების ვადა და შეწყვეტა
წინამდებარე წესების და პირობების ძალაში შესვლის შემდგომ ძალაში რჩება მომხმარებლის რეგისტრაციის გაუქმებამდე.
მომხმარებელის მიერ ამ პირობებით და მის მიერ პროდუქტის შეძენისას, პროდუქტის საფასურის სრულად და ჯეროვნად გადახდა წარმოადგენს მისი ფულადი ვალდებულების შესრულებას. ფულადი ვალდებულების შესრულება არ იწვევს წინამდებარე წესების და პირობების შეწყვეტას;
წესებსა და პირობებში ცვლილებების შეტანა
წინამდებარე პირობები შესაძლებელია დაექვემდებაროს ცვლილებებს. ცვლილებები განხორციელებულ იქნება კომპანიის მხრიდან მომხმარებლისთვის წინასწარი შეტყობინების გარეშე, შესაბამისად თქვენი ვალდებულებაა პერიოდულად მოახდინოთ მათი გადახედვა. ჩვენს მიერ ცვლილებების ან დამატებების შეტყობინება დაიდება ვებგვერდზე www.online.grc.ge რომელიც ძალაში შევა გამოქვეყნებისთანავე.
განხორციელებული ნებისმიერი ცვლილება ჩაითვლება თქვენთან შეთანხმებულად, თუ ცვლილების ძალაში შესვლამდე არ შეგვატყობინებთ, რომ არ ეთანხმებით დაგეგმილ ცვლილებებს. ჩვენ მიერ განხორციელებული ცვლილებები ჩაითვლება თქვენ მიერ დადასტურებულად, თუ ცვლილების ამოქმედებამდე ცვლილებაზე უარს არ განაცხადებთ.
საკონტაქტო ინფორმაცია
ნებისმიერი კითხვის არსებობის შემთხვევაში, რაც უკავშირდება წინამდებარე წესებსა და პირობებს და ვებ-გვერდზე მითითებულ ინფორმაციას, გთხოვთ, მოგვმართოთ წერილობითი სახით მისამართზე: ქ. თბილისი, ფეიქრების ქუჩა 14გ, ან ელექტრონულ ფოსტაზე: online@grc.ge ან დაგვიკავშირდეთ ვებგვერდზე მითითებულ საკონტაქტო ნომერზე.
იურისდიქცია
წინამდებარე წესებსა და პირობებზე დათანხმებით და ჩვენი მომსახურების მიღებისას ითვლება, რომ ხელშეკრულება დადებულია საქართველოში, კერძოდ ქ. თბილისში.
მხარეთა შორის წარმოშობილი დავა გადაწყდება მოლაპარაკების გზით. შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში დავის განხილვაზე უფლებამოსილ სასამართლოდ მიიჩნევა თბილისის საქალაქო სასამართლო.
წინამდებარე პირობები განიმარტება საქართველოს ადგილობრივი კანონების და რეგულაციების შესაბამისად.
გარდამავალი დებულებები
იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე პუნქტი გახდება ბათილი ან/და ძალადაკარგული, მხოლოდ ის პუნქტი ჩაითვლება ძალადაკარგულად ან/ად ბათილად და ეს არ მოახდენს გავლენას ამ წესებისა და პირობების დანარჩენი პუნქტების ნამდვილობაზე.
მოთხოვნის შემთხვევაში, მომხმარებელი ვალდებულია კომპანიას მიაწოდოს ნებისმიერი დამატებითი ინფორმაცია და ასევე წარმოადგინოს შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტები, რომლებსაც კომპანია მოითხოვს ან განსაზღვრულია საქართველოს კანონმდებლობით;
მომხმარებელი, კომპანიის წერილობითი თანხმობის გარეშე, არ არის უფლებამოსილი ამ პირობებიდან გამომდინარე უფლებები და მოთხოვნები გადასცეს ან ვალდებულებები გადააკისროს სხვა პირს;